პურ-ფუნთუშეულისა და   საკონდიტრო ნაწარმის   ინგრედიენტები
პურ-ფუნთუშეულისა და   საკონდიტრო ნაწარმის   ინგრედიენტები

პურ-ფუნთუშეულისა და   საკონდიტრო ნაწარმის   ინგრედიენტებ

 

პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის ინგრედიენტების იმპორტი კომპანია „ევროლექს“-მა დაიწყო 2014 წლიდან. ადგილზე გვაქვს სატესტო სააპლიკაციო ლაბორატორია, სადაც ხდება სადეგუსტაციო ნიმუშების გამოცხობა. ვთანამშრომლობთ  ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა:

    •    ჰოლანდიური კომპანია ZEELANDIA, რომელიც 114 წლის განმავლობაში ემსახურება ჰოლანდიის სამეფო კარს.

    •    გერმანული კომპანია MARTIN BRAUN. იგი დაარსდა 1931 წელს. წლების განმავლობაში მან მიიერთა რამდენიმე ცნობილი ბრენდი და გახდა დიდი კორპორაცია.


ორივე კომპანიას აქვს საიმედო, მაღალხარისხიანი პროდუქციის მომწოდებლის  რეპუტაცია პურისა და საკონდიტრო მრეწველობის მიმართულებით. ასევე მუდამ აქვთ ახალი იდეები და ტექნოლოგიები, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე ბაზრის უახლეს ტენდენციებს.

    •    უკრაინული  შოკოლადის მწარმოებელი კომპანია MIR . იგი აწარმოებს ინდუსტრიულ შოკოლადსა და მინანქარს, უმაღლესი ხარისხის, არაგენმოდიფიცირებული ნედლეულისგან. ამ კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური განსხვავება კონკურენტებისაგან, მდგომარეობს იმაში, რომ მინანქრის წარმოებისას ის იყენებს იმ ეტაპებსა და ტექნოლოგიებს, რასაც იყენებენ ნატურალური შოკოლადის დამზადებისათვის. ამიტომ ამ კომპანიის შოკოლადის მინანქარის გემო მიახლოვებულია ნატურალურ შოკოლადთან. სხვადასხვა კონკურსებზე კომპანიას მიღებული აქვს რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მედალი. 
კომპანია „ევროლექსი“, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, გთავაზობთ 140-მდე დასახელების ნედლეულს პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო მრეწველობისათვის და ასევე გთავაზობთ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

 

ასორტიმენტის კატალოგი